თანამედროვე მედია & კონტენტი
როგორ იქმნება მედია ეკოსისტემა, რომლსაც იყენებს ბიზნესიც და კრეატორიც?
მათთვის, ვინც თვითგამოხატვისთვის საკუთარ ხმასა და ფორმას ეძებს, სურს გარშემო თავისი ადამიანები შემოიკრიბოს და შექმნას ღირებულება პროდუქტის ან სერვისის სახით.
ალბათ შენთვისაა, თუ...
სახელოსნოში ვიკვლევთ მოვლენებს, რომელიც გავლენას ახდენს აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებასა და კრეატიულ ინდუსტრიაზე
იცი, რომ რაღაც გაქვს სათქმელი, მაგრამ ფორმა ჯერ ვერ იპოვე.
გინდა შექმნა ბიზნესი, რომელსაც საკუთარი ხასიათი და ხმა აქვს.
ბევრ დროს ხარჯავ მარკეტინგზე, მაგრამ შედეგს ვერ ხედავ.
გაინტერესებს, როგორ მუშაობს ადამიანის ყურადღება.
გჭირდება გარემო, სადაც შემოქმედება და ბიზნესის შენება ერთმანეთთან ბუნებრივად არის დაკავშირებული.
როგორ იქმნება მედია ეკოსისტემა, რომლსაც იყენებს ბიზნესიც და კრეატორიც?
როგორ იქმნება სტილი და ბრენდი ციფრულ სამყაროში
ვიდეო-კონტენტის შექმნის სრული ციკლი, ანიმაციური ვერტიკალური ვიდეოებიდან დიდ გადაცემებამდე!
რა გავლენა აქვს ხელოვნურ ინტელექტს შემოქმედებით ინდუსტრიაზე და მისი გამოყენების პრაქტიკა.
სანამ შემოხვალ
აირჩიე გაკვეთილი და ჩართე პირდაპირ სახელოსნოს ეკრანზე
პირადი ბრენდი
გაეცანი ჩვენი ახსნის მეთოდს
ერთად ვსწავლობთ, პრაქტიკაში ვცდით
პრაქტიკული პროგრამა ორიენტირებულია მიზნის მიღწევაზე. იგი შედგება როგორც სასწავლო ბლოკებისგან, ასევე ინტენსიური შეხვედრებისგან, სადაც მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში ვნერგავთ და ნაბიჯ-ნაბიჯ ვაძლევთ ფორმას თქვენს იდეას!
გაეცანი დეტალებსწინასწარი მომლოდინეთა სიაკურსი აერთიანებს დრამატურგიის, კინორეჟისურისა და ხელოვნების სხვა დისციპლინების პრინციპებს და მათ სოციალური მედიის ფორმატებს არგებს. ისწავლით ამბის თხრობას, პერსონაჟისა და მისი სამყაროს შექმნას, რათა აკეთოთ კონტენტი, რომელიც ადამიანებს მართლაც აინტერესებთ.
ამ კურსზე ისწავლით ვიდეოკონტენტის შექმნას ნულიდან: იდეების გენერირებას, კამერასთან მუშაობას, განათების სწორად გამოყენებას, გადაღების ტექნიკასა და მონტაჟს. ყველაფერს, რაც გჭირდებათ სოციალური მედიისთვის
სახელოსნო 117-ის წევრები ნებისმიერი პროგრამის გავლის შემდეგ სამი თვის განმავლობაში უფასოდ სარგებლობენ კლუბის წევრობით.
კლუბი განკუთვნილია ჩვენი პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის, მათი მუდმივი მხარდაჭერისა და აქტუალური თემების კომფორტულ ფორმატში გასავლელად. პროგრამის დასრულების შემდეგ წევრობა 3 თვის განმავლობაში უფასოა, შემდეგ კი თვეში 150 ლარი ღირს.
ჩასაწერადსაიდან მოდის ჩვენი ცოდნა
ვაანალიზებთ ინდუსტრიულ კვლევებს, სამეცნიერო სტატიებსა და საერთაშორისო ანგარიშებს. სხვადასხვა ბაზარზე მუშაობა კი ფართო კონტექსტის დანახვის საშუალებას გვაძლევს.
ვკითხულობთ ინდუსტრიულ კვლევებს, სამეცნიერო სტატიებსა და საერთაშორისო ანგარიშებს. სხვადასხვა ბაზარზე მუშაობა კი გვაძლევს ფართო კონტექსტს, რომელსაც მხოლოდ ერთი ქვეყნის გამოცდილებით ვერ დაინახავ.
იდეებს საკუთარ პროექტებსა და კლიენტებთან პრაქტიკაში ვამოწმებთ. მოქმედი სპეციალისტები პროცესში აერთიანებენ აქტუალურ ინსტრუმენტებს, პრაქტიკულ გადაწყვეტილებებსა და რეალურ შედეგებს.
მოძიებული ინფორმაციიდან ყველაზე მნიშვნელოვანს გამოვყოფთ ბდა პრაქტიკულ ფორმას ვაძლევთ, შემდეგ კი სხვადასხვა ფორმით მოგვაქვს თქვენთან!
"მხოლოდ ცოდნა არაა საკმარისი. ცოდნა უნდა გამოვიყენოთ. მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი, უნდა ვიმოქმედოთ." - გოეთე
5-მდე ქვეყანაში რეგულარულად ვატარებთ კორპორატიულ ტრენინგებს.
ჩვენი ოფისი მდებარეობს ტალინში, ესტონეთში. კლიენტებს ვემსახურებით მთელი ევროპის მასშტაბით.
ამ მიმართულებით შექმნილმა ბიზნესპროექტმა ევროკავშირის გრანტი მოიპოვა, რაც მის აქტუალობასა და სანდოობაზე მიუთითებს.
დამფუძნებლისგან

“დღეს სურვილის გარდა აღარაფერია საჭირო, რომ შენი ხმა ათასობით ადამიანს მიაწვდინო - ზუსტად ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იპოვო შენი ხმა, სტილი და შინაარსი.”
გამარჯობა, მე მარიამი ვარ. მედია-მენეჯერი, მეწარმე და წარსულში უმსხვილესი კორპორაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის მარკეტინგის დირექტორი. 2024 წელს დავაარსე მედია-სტუდია, რომლის ოფისიც ტალინში მდებარეობს და რომელიც აერთიანებს ტალანტებსა და პარტნიორებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ახალი მიდგომები და ჰიპოთეზები სხვადასხვა გარემოსა და კულტურულ კონტექსტში გამოვცადოთ. ამავე პროექტის ფარგლებში ევროკავშირის გრანტიც მივიღეთ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თემის აქტუალობას. ჩვენი სახელოსნო აერთიანებს ცოდნას სამეცნიერო ნაშრომებიდან, პრაქტიკიდან და სხვადასხვა დისციპლინის გამოცდილებიდან. აქ ვსაუბრობთ მოვლენებზე, რომლებიც ახლა იკიდებს ფეხს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში: ყურადღების ეკონომიკაზე, სოციალურ ქსელებში შექმნილ მედია-პროდუქტებზე და კრეატორების მზარდ როლზე. სახელოსნოში რამდენიმე განსხვავებული ფორმატი გვაქვს და მომავალში მათ კიდევ უფრო გავაფართოებთ. თუ შენც გაინტერესებს, საით მიდის მედია-სამყარო და რა შესაძლებლობებს ქმნის ეს ცვლილებები, გამოგვყევი ამ გზაზე. 🫂
- მარიამ თოდუა, N117-ის დამფუძნებელი
კითხვები და პასუხები
ვერ იპოვე შენი კითხვა?
დაგვისვი ნებისმიერი კითხვა და გიპასუხებთ, ბოტების და ხელოვნური ინტელექტის გარეშე!
კითხვის დასმასახელოსნოს ფორმატი გულისხმობს პრაქტიკულ, ინტერაქტიულ შეხვედრას, სადაც მონაწილეები მხოლოდ თეორიას არ ისმენენ, არამედ უშუალოდ მუშაობენ კონკრეტულ საკითხებზე, ასრულებენ დავალებებს, განიხილავენ ქეისებს და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ. მთავარი აქცენტი კეთდება ჩართულობაზე, გამოცდილების გაზიარებასა და პრაქტიკულ შედეგზე.
ამ ეტაპზე კურსში მოხვედრა შეუძლიათ მხოლოდ სახელოსნოს პრაქტიკუმის ან სამენტორო პროგრამის მონაწილეებს.
პრაქტიკუმში მთავარი შედეგია, არა მხოლოდ სერტიფიკატი. თუმცა, მონაწილეები მიიღებენ ორენოვან სერტიფიკატსაც. ჩვენი რამდენიმე პროგრამა ესტონეთში აკრედიტაციის პროცესს გადის, რის შემდეგაც მიღებული განათლება ოფიციალურად დაფიქსირდება შესაბამის სისტემაში.
სამენტორო პროგრამის შემთხვევაში, თუ დასახულ შედეგს მენტორის მუშაობის გამო ვერ მიაღწევთ, თანხა სრულად დაგიბრუნდებათ ან მუშაობას გავაგრძელებთ შედეგის მიღწევამდე. პრაქტიკული სწავლების პროგრამებზე მოქმედებს ინდივიდუალური წესები და პირობები, რომელთა გაცნობაც შესაძლებელია კონკრეტული პროგრამის აღწერაში.
ჩვენი სპეციალიზაცია აერთიანებს კონტენტს, თანამედროვე მედიის შექმნას, მარკეტინგს, კომუნიკაციას, სცენარებსა და კრეატიულ სტრატეგიას. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ინდივიდუალური ხმის, სტილისა და გამორჩეული კომუნიკაციის ჩამოყალიბებას, რათა იდეა არა მხოლოდ კარგად გამოიყურებოდეს, არამედ სწორად ჟღერდეს, იგრძნობოდეს და აუდიტორიასთან რეალური კავშირი შექმნას
მიღების თარიღები ინდივიდუალურია თითოეული პროგრამისთვის. გთხოვთ, გაეცნოთ კონკრეტული პროგრამის პირობებსა და ვადებს.
მოდით, გავიცნოთ ერთმანეთი
თუ შეხვედრის ნაცვლად მოწერა გირჩევნია, შეავსე ქვემოთ მოცემული ველები და აირჩიე, სად გსურს მოგვწერო: WhatsApp-ზე თუ ელფოსტაზე. შეხვედრის ჩანიშნვას მოგვიანებითაც შეძლებ.