„სათქმელი მაქვს. ფორმა ვერ ვიპოვე!“
ტრენდებს ვერგებით და საკუთარ თავს ვკარგავთ. არადა, წარმატებისთვის სხვისი ფორმატის მორგება კი არა, საკუთარის პოვნა გვჭირდება!
რა გჭირდება →შენი სტილი!
მარტოც გამოგივა! მაგრამ ჩვენთან ერთად მოკლე დროში მიიღებ წლების გამოცდილებას, აღმოაჩენ შენს პოტენციალს და იდეებს ფორმას მისცემ!
jj
გამოცდილებაც გაქვს, იდეებიც. მაგრამ როგორც კი კამერას რთავ, იბნევი, საკუთარ სტილს ვერ პოულობ და ყველაფერი რთულდება.
ტრენდებს ვერგებით და საკუთარ თავს ვკარგავთ. არადა, წარმატებისთვის სხვისი ფორმატის მორგება კი არა, საკუთარის პოვნა გვჭირდება!
რა გჭირდება →შენი სტილი!
ხან ტრენდებს დებ, ხან ემოციებს აზიარებ, ხან ექსპერტულ კონტენტს ქმნი. შედეგად, შენც გიჭირს მიმართულების პოვნა და აუდიტორიასაც უჭირს შენი კონკრეტულ თემასთან დაკავშირება.
რა გჭირდება →შენი სტილი!
მედიააქტივებით მოვიზიდავთ ყურადღებას, ავაშენებთ ნდობას და შევქმნით აუდიტორიას, რომელიც შენგან იყიდის. პროდუქტს კი ერთად შევქმნით ან არსებულს გავაუმჯობესებთ.
რა გჭირდება →შენი პროდუქტი!
როცა ყველაფერს მარტო აკეთებ, ბუნებრივია, რომ იღლები. ერთად გავამარტივებთ და მოვაწესრიგებთ პროცესს, რომ კონტენტის შექმნა დამღლელი ვალდებულების ნაცვლად სასიამოვნო გამოცდილება გახდეს. - ან ავიყვანთ საჭირო გუნდს!
რა გჭირდება →პროცესების ოპტიმიზაცია
რას ვაკეთებთ ჩვენ?
ვაანალიზებთ შენს გამოცდილებას, მონეტიზაციის გზებსა და სამომავლო გეგმებს, რათა განვსაზღვროთ შენი მედია პლატფორმების სტრუქტურა.
ვქმნით შენს მედია იდენტობას: ვარჩევთ ვიზუალურ სტილს, კომუნიკაციის ტონსა და ფორმატებს, მოლაპარაკე თავიდან სინემატიკურ რილსებამდე.
ვავითარებთ მთელ მედია ეკოსისტემას: კონტენტიდან მონეტიზაციამდე. ვაანალიზებთ შედეგებს, ვხვეწთ პროცესებს და ვგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს.
ვიკვლევთ შენს ძლიერ მხარეებს, ვქმნით სტრატეგიას და ერთად ვახორციელებთ მას.
მოცემული დოკუმენტი არის მხოლოდ ნიმუში, რეალური დოკუმენტი მოიცავს დამატებით ინფორმაციას და შენზეა მორგებული.
რას მიიღებ →ამჟამინდელი წერტილის ფიქსირება და მიზნის ჩამოყალიბება
რას მიიღებ →ჩვენ არ ვიგონებთ ახალ პერსონაჟს. ვაჩენთ შენს უნიკალურობას და ვიზუალური დეტალებით ვქმნით დასამახსოვრებელ იმიჯს. შენ გამოგონება არ გჭირდება!
რას მიიღებ →ვიზუალური იდენტობა, რომლითაც დაგიმახსოვრებენ.
რას მიიღებ →კონტენტის ფორმა და მისი გადაღების მეთოდები
რას მიიღებ →მკაფიო სტრატეგია, რომელიც აერთიანებს შენს მიზნებს, პლატფორმებსა და პოზიციონირებას.
რას უნდა მივაღწიოთ?
ვინ ხარ?
რატომ უნდა აგირჩიონ შენ?
როგორ ვითარდება შენი ამბავი?
რას მიიღებ →ვაწყობთ იდეების გენერირების სისტემას, რომ სათქმელი არასდროს გამოგელიოს.
ყველა გადაწყვეტილება ერთ მიზანს ემსახურება, თითოეულ იდეას კი მკაფიო როლი აქვს მის მიღწევაში.
რას მიიღებ →ხელში გაქვს სრული გზამკვლევი, რომლითაც შენი მედიის შექმნასა და მართვას დამოუკიდებლად შეძლებ.
ვქმნით სტრატეგიას და გეხმარებით მის განხორციელებაში, რომ რეალური შედეგი მიიღო. მუშაობის ხანგრძლივობას შენს მიზნებს ვარგებთ.
ერთად ვთანხმდებით მიზნებზე, სამუშაოს მასშტაბზე, ვადებსა და პირობებზე, შემდეგ კი გადავდივართ მოქმედებაზე.
შენი გამოცდილებისა და იდეებისგან ვქმნით მედია იდენტობას, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას
რეგულარულად განვიხილავთ შენს პროგრესს, ვაფასებთ შედეგებს. შენ შენს ნაწილს ასრულებ - ჩვენ ჩვენსას. როლებს დასაწყისშივე ვინაწილებთ
აქტიური მუშაობის შემდეგაც ვრჩებით კავშირზე: პერიოდულად ვამოწმებთ პროგრესს, განვიხილავთ შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში გეხმარებით შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვაში.
სამუშაო პროცესი
შენთვის შევქმნით პერსონალურ სამუშაო პანელს, სადაც ერთ სივრცეში გექნება მიზნები, სამოქმედო გეგმა, პროგრესი და ყველა საჭირო მასალა. ნახე, როგორ გამოიყურება შენი მომავალი სამუშაო სივრცე.
ყველაფერი ერთ სივრცეშია: მიზანი, კალენდარი და პროგრესი. არაფერი გეკარგება ჩატებში.
მარიამთან მუშაობის გამოცდილება
ეს გამოხმაურებები მენტორობის მონაწილეებს ეკუთვნით — არა ამ პროდიუსირების პროგრამის კურსდამთავრებულებს.
მარიამთან მუშაობამ პირველ რიგში მომცა სიცხადე, რაც დამეხმარა ჩემი იდეები რეალობად მექცია.
„თეორიული ცოდნა ბევრი მქონდა, მაგრამ მჭირდებოდა სწორი ხედვა და ფოკუსი. მარიამთან ერთად არა მხოლოდ პროექტი დავალაგე, არამედ ვიპოვე საკუთარი ხმაც.“
წლიანი გამოცდილება
წლიდან ვასწავლი
ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება

მარიამ თოდუა - მენტორი
მარკეტინგის დირექტორი Big Tech-ში ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით
Brandish Media-ს მმართველი პარტნიორი, საერთაშორისო გუნდი და კლიენტები 15+ ქვეყნიდან
N117-ის დამფუძნებელი და პროგრამების ავტორი
2025 წელს მედია-პროექტისთვის ევროკავშირისგან 10,000€ გრანტის მიღება
BTU - Mentorship for Women-ის ციფრული მარკეტინგის მენტორი (2 ნაკადი)




მედია არქივი
სტატია და ღია ვიდეოები — რომ გადაწყვეტილებამდე თავად ნახო, როგორ ვფიქრობ და ვხსნი.

პროდიუსირების მთავარი განსხვავება: მე მხოლოდ სტრატეგიას არ გთავაზობ. შენთან ერთად ვმუშაობ მის განხორციელებაზეც, იდეიდან რეალურ შედეგამდე.
| ფორმატი | კურსი | მენტორობა | პროდიუსირება |
|---|---|---|---|
| მთავარი აქცენტი | სწავლა და ჯგუფური პრაქტიკა | გასწავლით და მიმართულებას გაძლევთ | ერთად ვქმნით შენს მედია-აქტივებს |
| როგორ ვმუშაობთ | სასწავლო პროგრამა, დავალებები და უკუკავშირი | პერსონალური სესიები და ერთობლივი გადაწყვეტილებები | პროდიუსერი შენთან ერთად ქმნის. |
| ვინ ახორციელებს | პრაქტიკულ დავალებებზე შენ მუშაობ | შენ ნერგავ, მენტორი გეხმარება და გაძლევს უკუკავშირს | ერთად ვმუშაობთ მკაფიოდ განაწილებული პასუხისმგებლობებით. |
| რას იღებ | ცოდნას და პირველ ნაბიჯებს | შენს მიზანზე მორგებულ სამოქმედო გეგმას | შენთან ერთად ვქმნით მედია-სისტემას და ჩართულები ვართ პროცესში |
ინვესტიცია შენს მედიაში
მითითებულია მომსახურების საწყისი ფასი. საბოლოო ღირებულებას განსაზღვრავს თანამშრომლობის ხანგრძლივობა, სამუშაოს მოცულობა და მხარდაჭერის ფორმატი, რაზეც დაწყებამდე ერთად ვთანხმდებით.
გადაღების, მონტაჟისა და დამატებითი გუნდის საჭიროებასა და ბიუჯეტს ცალკე ვათანხმებთ.
კითხვები დაწყებამდე
გექნება შენი მედიის მკაფიო სტრატეგია, ვიზუალური იდენტობა, კონტენტის ფორმატები და დეტალური სამუშაო სისტემა, რომლითაც განვითარებას გააგრძელებ.
პრობლემა არ არის. გასწავლით, რა როგორ გააკეთო დამოუკიდებლად, ან დაგეხმარებით საჭირო სპეციალისტების მოძიებასა და სამუშაოს გადანაწილებაში.
პირველივე ეტაპებიდან მიიღებ კონკრეტულ სამუშაო მასალებსა და სამოქმედო გეგმას. აუდიტორიისა და ბიზნესის ზრდას კი პროგრესის მიხედვით ვაფასებთ.
მოდით, გავიცნოთ ერთმანეთი
თუ შეხვედრის ნაცვლად მოწერა გირჩევნია, შეავსე ქვემოთ მოცემული ველები და აირჩიე, სად გსურს მოგვწერო: WhatsApp-ზე თუ ელფოსტაზე. შეხვედრის ჩანიშნვას მოგვიანებითაც შეძლებ.